მორალური და ამორალური მორალი
„ყველაფერი მორალურია, გარდა თავად მორალისა“ „ყველა დიდი მორწმუნე ამორალური იყო“ რობერტ მუზ...
131 downloads
680 Views
85KB Size
Report
This content was uploaded by our users and we assume good faith they have the permission to share this book. If you own the copyright to this book and it is wrongfully on our website, we offer a simple DMCA procedure to remove your content from our site. Start by pressing the button below!
Report copyright / DMCA form
მორალური და ამორალური მორალი
„ყველაფერი მორალურია, გარდა თავად მორალისა“ „ყველა დიდი მორწმუნე ამორალური იყო“ რობერტ მუზილი
უსაყრდენწერტილო სამყაროში საჭიროა სულ მცირე „ტერიტორიის“ პოვნა მაინც, რომელიც ადამიანს უზრუნველყოფს აბსოლუტური ჭეშმარიტებით. ასეთი ”ტერიტორია „არსებობს და მას მორალს ვუწოდებთ; მექანიზმს, რომელსაც არაპროგნოზირებად სამყაროში წესრიგი შეაქვს. მაგრამ ამ ღვთაებრივ-ევოლუციურ მონაპოვარს, ზოგჯერ უწესრიგობაც შემოაქვს თავისი კულტურული შიგთავსითა და იმ დირექტიული სიმკაცრით, როლში შეჭრილი მამა რომ ავლენს საკუთარი შვილის მიმართ. არსებობს ორგვარი მორალი - პოზიტიური და ნეგატიური. პოზიტიური მორალი ადამიანის ინდივიდუალური და სოციალური პოტენციალის რეალიზებაზეა მიმართული, ნეგატიური - ქცევათა ფართო დიაპაზონს ამცირებს და არეგულირებს. საერთო კი ის აქვთ, რომ ორივე „ჭეშმარიტების ქვაბში იხარშება“. მორალის წარმოშობა თავისი მითიური ხასიათით სამყაროს შექმნას დიდად არ ჩამოუვარდება. იმაზეც ძნელია დაზუსტებით საუბარი, თუ ცალკეულ ადამიანში როგორ ყალიბდება მორალი. მაგრამ დამაჯერებელი თეორიებიც არსებობს. მისტერ SuperEgo ფროიდს და საკუთარ თვალებს თუ დავუჯერებთ, ადამიანი მხოლოდ რეფლექსებით იბადება და მისგან განსხვავებულ ქცევას არ ავლენს. ცხოვრების საწყის ეტაპზე, ბავშვი მოქმედებს სიამოვნების პრინციპით; უნდა მიიღოს ყველაფერი რაც სურს. მაგრამ არსებობს ერთი პრობლემა - უფროსები. ეს საძაგელი არსებები ყველგან არიან, აჩრდილივით დასდევენ ბავშვებს და ყველაფერს უშლიან: უკრძალავენ ტკბილეულის ჭამას, უფროსების ნივთებით თამაშს, ყვირილს და როცა ასე ძალიან ექავებათ, ცხვირში თითის შეყოფასაც კი. ამგვარად ბავშვს უვითარდება შეკავების უნარი. ეგუება აზრს, რომ რაღაც სურვილი შეიძლება ვერ
აისრულოს. ეს თავის მხრივ ნიადაგს ქმნის მორალის განვითარებისთვის. თუმცა თავად მორალის წარმოქმნა სხვა პროცესებს უკავშირდება. ბავშვს ყველაზე მეტად საკუთარი უსუსურობა აღიზიანებს. განიცდის, თუ როგორ აკონტროლებენ ყველაფერს უფროსები; მხოლოდ მათ იციან რა არის კარგი და ცუდი; რა შეიძლება და რა - არა. ამიტომ, გარემოზე კონტროლის, მართებულისა და მცდარის გარჩევის უნარის მოსაპოვებლად ერთადერთი გზა არსებობს - უნდა გახდე უფროსი. მაგრამ ბავშვს უფროსობამდე მრავალი წელი აშორებს. ამ პრობლემის გადაჭრა ხდება უფროსებთან იდენტიფიკაციითა და აკრძალვათა ინტერნალიზაციით, გაშინაგნებით. ბავშვს რაც მოწონს და აინტერესებს ყველფაფერი პირში უნდა გაიქანოს. ამას მხოლოდ იმიტომ არ აკეთებს, რომ გარშემორტყმული სამყარო დააგემოვნოს და მისი თვისებები შეიცნოს. ამ გზით, საკუთარ თავში მოიცავს და „მე“-ს ნაწილს ხდის სასურველ საგნებს. იმავენაირად „შთანთქამს“ უფროსი ადამიანის თვისებებს და აკრძალვებს, რაც უკვე საკუთრებად, „მე“-ს ნაწილად აღიქმება. ამგვარად ყალიბდება მორალი, „ზე-მე“ ანუ SuperEgo. აკრძალვები კი შინაგანი ხმის იოგების როლს ასრულებს და მორალური პრინციპების დარღვევის შემთხვევაში სინდისის სახით ლაპარაკსაც დაიწყებს. ასეთი სახით ყალიბდება, ძირითადად, ნეგატიური, აკრძალვების მორალი. მაგრამ ძია ზიგის, სწორედ, პოზიტიური მორალის ელემენტები გამორჩა ბავშვის ფსიქიკაში, რასაც დღეს „მორალის გენს“ უწოდებენ და ფიქრობენ რომ ის თანდაყოლილია. ეს არის ემპათიურობა. რამდენიმე თვის ბავშვი განიცდის სხვის უარყოფით ემოციებს. კვლევებიც ადასტურებს, რომ რვა თვის ბავშვი სხვა ბავშვის ტირილს ტირილითვე პასუხობს. მან, შეიძლება, სხვა ბავშვს სათამაშო მიაწოდოს ისე, რომ საპასუხოდ არაფერი მოითხოვოს. რამდენად გასაკვირიც უნდა იყოს, ემპათიურობა მაიმუნებსაც ახასიათებთ. ერთ-ერთ კვლევაში ისინი არ აჭერდნენ ღილაკს, რომელიც საშუალებას აძლევდა მიეღოთ სასურველი საკვები, იმ შემთხვევაში, როცა ღილაკის დაჭერა ავტომატურად მიმართავდა ელექტროშოკს სხვა მაიმუნზე. სხვა მაიმუნის უვნებლობის შემთხვევაში კი ყოყმანის გარეშე აჭერდნენ ღილაკს და საკვებსაც იღებდნენ. როგორც ჩანს სხვისთვის ზიანის მიყენება პრიმატებშიც დისკომფორტს იწვევს. თუმცა ასეთი ელემენტები შეგვიძლია მორალის „საშენ მასალად“ (building blocks) ჩავთვალოთ. მსგავსი უნარების განვითარება და ჩამოყალიბება გარემოზეა დამოკიდებული. გარემო კი, რა თქმა უნდა, ყველგან ერთნაირი არ არის. მორალის შიგთავსი და რელატივიზმი მორალის ძრითადი მახასიათებელი უტყუარი ჭეშმარიტებაა და ამაშივეა მისი პარადოქსულობაც. მორალის შინაარსს, ძირითადად, შეადგენს კულტურაში მიღებული ნორმები. მაგრამ კულტურა მრავალია და შესაბამისად ნორმებიც განსხვავებულია. ჭეშმარიტება კი ნიშნავს იმას, რაც საყოველთაო და უცვლელია. გამოდის, რომ მორალი თან ჭეშმარიტია და თან ფარდობითი. მაგალითად, ინდუსებში მიღებულია „სატის“ კანონი, რომლის მიხედვითაც, მორალური კანონი მოითხოვს ცოლის მოკვლას ქმრის
გარდაცვალების შემთხვევაში, ერთგულებისა და თავდადების ნიშნად. მათთვის ეს ზნეობრივი საქციელია, დასავლური კულტურისთვის კი სრულიად ამორალურია. ერთი შეხედვით მორალური რელატივიზმი მართლაც პარადოქსულია, ვინაიდან შინაარსი კულტურებს შორის განსხვავდება, ემოციური ფონი კი ერთნაირია. თუმცა ამ პარადოქსულობიდან გამოსავალი ფსიქოლოგებმა იპოვეს. მათი უმეტესობა თანხმდება, რომ არსებობს ბაზისური მორალური პრინციპები, რომელთა ღირებულებითი მნიშნველობა კულტურებს შორის განსხვავდება და გარკვეულ წილად, კონტექსტითაც განისაზღვრება. სოციალური ფსიქოლოგი ჰეიტი ასახელებს ხუთ ბაზისურ მორალურ პრინციპს, რომელთაც ევოლუციური საფუძველი გააჩნიათ: 1. ზიანი/მზრუნველობა. ევოლუციის ისტორიის მანძილზე, ძუძუმწოვარ სახეობათა დედებს განუვითარდათ განსაკუთრებული მგრძნობელობა საკუთარი შვილების ტკივილის მიმართ. შემდგომში ეს განცდა გასცდა დედაშვილურ ურთიერთობებს და ყველა ადამიანზე გავრცელდა. დღეს ყველა ჯანსაღი ადამიანი დისკომფორტს განიცდის სხვისი ტანჯვის დანახვისას. თუმცა, ასეთი თანაგანცდა შესაძლოა სხვა მორალურმა პრინციპმა შეაკავოს (მაგალითად სამართლიანობამ). 2. სამართლიანობა/რეციპროკულობა. სოციალურმა ურთიერთობებმა ჩამოაყალიბა „ოქროს წესი: მოექეცი სხვებს ისე, როგორც გინდა რომ ისინი მოგექცნენ შენ“, რეციპროკული ალტრუიზმი, რომელიც უკავშირდება ისეთ ემოციებს, როგორიცაა სიბრაზე, დანაშაულის განცდა და მადლიერება. აქედან გამომდინარეობს სამართლიანობის პრინციპიც. მაგრამ ის, თუ რა არის სამართლიანი უნივერსალურობით არ ხასიათდება. 3. შიდაჯგუფი/ერთგულება. ოჯახურ-ჯგუფური სტილით ცხოვრების ხანგრძლივმა გამოცდილებამ ადამიანებს ჩამოუყალიბა საკუთარი ჯგუფისადმი პატივისცემის, ნდობისა და კოოპერატიულობის განცდა. ხოლო, ის, ვინც საკუთარი ჯგუფისადმი ამ თვისებებს არ ავლენს ან უპირისპირდება, მტრულ და აგრესიულ რეაქციას იღებს ჯგუფის დანარჩენი წევრებისგან. ასეთ განცდებს უკავშირდება პატრიოტიზმი, ერთგულება და ჰეროიზმი, რომელსაც კულტურათა უმრავლესობაში მასკულინური ხასიათი აქვს. 4.
ავტორიტეტი/პატივისცემა.
ადამიანთა
თანაცხოვრების
ოჯახურ-ჯგუფური
სტრუქტურა გულისხმობდა იერარქიულ წყობას, რომელსაც ყავდა ავტორიტეტი ლიდერი. ის ზრუნავდა ჯგუფის სხვა წევრებზე და დამატებითი უფლებებითაც სარგებლობდა. აქედან გაჩნდა ლიდერისადმი, როგორც ავტორიტეტისადმი პატივისცემის განცდა. დღეს ეს გამოიხატება
პოლიტიკური,რელიგიური
ან
ნებისმიერი
ჯგუფის
ავტორიტეტისადმი
პატივისცემით. ზოგიერთ კულტურაში ლიდერი წარმოადგენს უმაღლეს ავტორიტეტს და მისადმი დაუმორჩილებლობა ან პროტესტის გამოხატვა მოუღებლად და ანტისოციალურ ქმედებად ითვლება.
5. სისუფთავე/სიწმინდე. 2.3 მილიონი წლის წინ, ადამიანმა შეცვალა კვების რაციონი და ხორცის დაგემოვნება დაიწყო. ეს პროცესი დაემთხვა (ან მან გამოიწვია) ტვინის შუბლის წილების სწრაფ განვითარებას. ამის შედეგად ადამიანს გაუჩნდა ზიზღის შეგრძნება, რაც სხეულის დამცავ ფუნქციას წარმოადგენდა (განრიდება ფეკალიებისა და გახრწნილი გვამის მსგავსი საგნებისგან, რომლებიც დაავადების გავრცელების რისკს შეიცავს). თუმცა, დროთა განმავლობაში, ზიზღის შეგრძნება გადაიქცა სოციალურ ემოციად და ძირითადად, რელიგიური ხასიათი შეიძინა. „თავაშვებული ცხოვრება“, ჟინი, ვნება, სიხარბე და აგრესია არამარტო ცოდვად ითვლება, არამედ რელიგიურ ადამიანს მათ მიმართ უარყოფითი ემოციებიც უჩნდება. მაშინ, როცა უბიწოება,სულიერება და ღვთისმოსაობა სიწმინდედ აღიქმება. სიწმინდის განცდა შეიძლება არ იყოს რელიგიური. მაგალითად ადამიანი, შეიძლება დროშას, როგორც სიწმინდეს აღიქვამდეს, ან რაიმე არარელიგიური რიტუალი სიწმინდის განცდას აღძრავდეს. ამ პრინციპების უნივერსალურობა არ ნიშნავს იმას, რომ ისინი ყველა კულტურაში ერთნაირადაა წარმოდგენილი. „სატის“ მაგალითი კარგი ილუსტრაციაა იმისა, თუ რა ღირებულებითი წონა აქვს თითოეულ პრინციპს სხვა და სხვა კულტურაში. ორთოდოქსი ინდუსებისათვის შიდაჯგუფი/ერთგულების პრინციპი ზიანი/მზრუნველობაზე მეტად ფასობს, სხვა შემთხვევაში გარდაცვლილ ქმარს ცოცხალ და ჯანსაღ ცოლს არ მიაკლავდნენ. სამართლიანობის პრინციპიც სოციუმში მიღებულ ნორმებზეა დამოკიდებული. ასეთი ნაწილობრივი მორალური უნივერსალიზმი განპირობებულია ფსიქიკისა და კულტურის მუდმივი ურთიერთქმედებით. შეიძლება ითქვას, რომ ხუთი მორალური პრინციპი
ინტუიციური
პოტენციის
სახით
დაბადებიდან
ეძლევა
ადამიანს,
მათი
განვითარება და ჩამოყალიბება კი სოციალურ გარემოზეა დამოკიდებული. ძირითადი განსხვავება
ინდივიდუალისტურსა
და
კოლექტივისტურ
კულტურებს
შორისაა.
კოლექტივისტურ კულტურაში უფრო ღრებულია შიდაჯგუფური/ერთგულებისა და ავტორიტეტი/პატივისცემის პრინციპები. ინდივიდუალური კი ხაზს უსვამს ზიანი/მზრუნველობასა და სამართლიანობა/რეციპროკულობას. ჰეიტის ასეთ კლასიფიკაციას წინ უსწრებდა გილიგანის მოსაზრება, რომელიც მორალს სამ - ავტონომიურ, საზოგადოებრივ და ღვთაებრივ სფეროებად ყოფდა. ღვთაებრივი მორალი გილიგანის მიხედვით, ღვთაებრივი, იგივე რელიგიური მორალი, დაკავშირებულია ცოდვის, სისუფთავის, სიწმინდის ცნებებთან, რომლებიც ადამიანს იცავს სულიერი დეგრადაციისგან. მაგრამ ღვთაებრივი მორალი უფრო მეტს მოიცავს და უარყოფითი მხარეც აქვს. რელიგიური ადამიანისთვის მორალის წარმოშობა და მასთან დაკავშირებული პრინციპები მიეწერება ღმერთს, აბსოლუტს, რომელიც განსაზღვრავს სწორს და მცდარს. ის არის წყარო სათნოების და სიწმინდის. ღვთაებრივი მორალი, განსაკუთრებით ბავშვობაში შთაგონებული, ხასიათდება მძლავრი ემოციური მხარდაჭერით, ისე რომ ჭეშმარიტება
მხოლოდ მის ფარგლებში განიხილება. აქედან გამომდიანრე, ათეისტი, რომელიც უარყოფს ღმერთს - ჭეშმარიტებას, გაიგივეულია ამორალურ, გარყვნილ და გზას აცდენილ ადამიანთან. ასეთ სტერეოტიპს ამყარებს კოლექტიურ საზოგადოებაში ავტორიტეტისადმი დაგაჭარბებული პატივისცემა და მორჩილება. თუკი ადამიანი არ ემორჩილება ავტორიტეტს, ის ავტომატურად ანტისოციალურად ითვლება. ღვთაებრივი მორალი პოტენციის სახით ასეთ
კონფლიქტს
შეიცავს,
რომლის
გააქტიურებაც
დამოკიდებულია
კონკრეტულ
კულტურულ მახასიათებლებზე. ქართულ კულტურაში ღვთაებრივი მორალი გადაჯაჭვულია შიდაჯგუფურ და ავტორიტეტის
მორალურ
პრინციპებთან.
შიდაჯგუფური
პრინციპი
გულისხმობს
ქართველობისა და მართლმადიდებლობის განუცალკევებელ თანაარსებობას, ერთი მეორის გარეშე დაუსრულებლობის განცდას ტოვებს. ავტორიტეტისადმი მორჩილება კი წარმოდგენილია, როგორც უმაღლესი ღირებულება. მას ზურგს უმაგრებს შემდეგი მოსაზრება: „ადამიანმა თავისი ურჩობით, აკრძალული ნაყოფის მიღებით, დაკარგა სამოთხე. შეცდომის გამოსასწორებლად და სამოთხეში დასაბრუნებლად კი მხოლოდ ერთი მორჩილების გზა რჩება.“ მაგრამ ღმერთი უხილავია და მის ადგილს იკავებს ხილული სასულიერო პირი, რომლისადმი მორჩილებაც ღვთისადმი მორჩილების გამოხატულებაა. ამგვარად წარმოიქმნება საინტერესო ფენომენი - „მამაოს კურთხევა“, როგორც უმაღლესი ჭეშმარიტების
ნება,
რომელიც
ანაცვლებს
ინდივიდუალურ
ნებას.
ამას
შეგვიძლია
„აზროვნების სეკვესტრიც“ ვუწოდოთ, ვინაიდან თუკი გადაწყვეტილებას სხვა იღებს, ინდივიდუალური აზროვნება აღარ არის საჭირო. ქართული ღვთაებრივი მორალი მოიცავს ქართველობას,
როგორც
მორჩილებას/ერთგულებას.
შიდაჯგუფურ თავად
ღირებულებას
ქრისტესთვის
კი,
და
ავტორიტეტისადმი
როგორც
ღირებულებათა
სისტემისათვის, ბევრი ადგილი აღარ რჩება მორალურ სივრცეში. ღვთაებრივი მორალი კიდევ ერთ საფრთხეს უკავშირდება, კერძოდ ღირებულებათა გაუფასურებას. ღვთაებრივი მორალი, ეს არის კოგნიტური სქემა, რომელშიც მორალური პრინციპები და ღირებულებები მჭიდროდაა ერთმანეთთან დაკავშირებული. ამ სქემის ღერძული კომპონენტი
ავტორიტეტია
(ღმერთი ან
მოძღვარი), რომლის უარყოფაც
ავტომატურად იწვევს მასთან დაკავშირებული ღირებულებების გაუფასურებას. ასეთი რამ შეიძლება მოხდეს რესოციალიზაციის ან ღრებულებათა გადაფასების დროს. თუკი ადამიანი გაიზარდა იმ იდეით, რომ ის ბუნებით ცოდვილი და ცუდია, ეკლესიაში კი მისი გაკეთილშობილება და განწმენდა ხდება, მაშინ ეკლესიის, როგორც ღირებულების გადაფასების შემთხვევაში ამოქმედდება „ცუდის“ და ცოდვილის სქემა. ეს თავის მხრივ ადამიანს ამორალურს ხდის და არც ეგზისტენციალური ვაკუუმია მისთვის იშვიათ მოვლენა. მორალის ირაციონალურობა მიუხედავად
იმისა,
რომ
მორალური
პრინციპები
ლოგიკურია,
მათ
ირაციონალურობაც ახასიათებს. ბავშვი ხომ აკრძალვებისა და ნორმების ინტერნალიზაციას
განსჯის
გარეშე
ახდენს.
იგივე
მომავალშიც
შეიძლება
განმეორდეს.
მორალის
ირაციონალურობის საილუსტრაციოდ ფსიქოლოგებს, ხშირად, შემდეგი მაგალითი მოყავთ: და-ძმა კოლეჯში სწავლის დამთავრების შემდეგ დასასვენებლად ზღვისპირა ქალაქში მიემგზავრება. ერთ საღამოს, რომანტიულ გარემოში ორივე გადაწყვეტს, რომ სიყვარულით დაკავდნენ. და კონტრაცეპტივებს იღებს, ძმა კი პრეზერვატივს იყენებს. სექსის შემდეგ ორივე თანხმდება, რომ ეს სასიამოვნო ურთიერთობა იყო, მხოლოდ მომავალში აღარ გაიმეორებენ და საიდუმლოდ შეინახავენ. ამის შემდეგ ისინი ჩვეულებრივად აგრძელებენ ცხოვრებას და ერთმანეთთან მეტ სიახლოვეს გრძნობენ. ამ ისტორიას უყვები რომელიმე ადამიანს და ეკითხები ეს ნორმალურია თუ არა. რა თქმა უნდა გპასუხობს რომ ეს არანორმალურობაა, ხომ შეიძლება მათ ბავშვი ეყოლოთ ,რაიმე დარღვევით. მაგრამ ეუბნები, რომ ჩასახვა თითქმის გამორიცხულია, ორივე თავს იცავდა. გპასუხობს: „ამან, შეიძლება, ორივეს პრობლემები შეუქმნას საზოგადოებასთან“. შენ ეუბნები, რომ მომხდარს საიდუმლოდ იტოვებენ და მომავალში არც გაიმეორებენ. ბოლოს მხოლოდ რაიმე მსგავსს თუ გეტყვის: „კარგი რა! ეს ხომ საშინელებაა?!“ მორალური პოზიციიდან მსგავსი შემთხვევა მართლაც დაუშვებელია, მაგრამ არგუმენტირების გარეშე. უარეს შემთხვევაში ადამიანები საკუთარი გაუცნობიერებელი პრინციპების რაციონალიზაციას ახდენენ. მაგალითად, ზემოთ მოყვანილ ისტორიას, ისევე როგორც ჰომოსექსუალობას, ღვთის ნებას ან ბუნების კანონებს უპირისპირებენ, არადა არც ერთი გაეგებათ და არც მეორე. ეს უბრალოდ მორალური ნორმაა, თავისი მძლავრი ემოციებით და მკაცრი პოზიციით. თვითონ
უარყოფითი
ემოციური
რეაქცია
ლოგიკურია.
ზოგადად,
ინცესტი
უარყოფითი შედეგების მაღალ რისკს შეიცავს, ამიტომ ნებისმიერი სახის ინცესტს ტაბუ ადევს და უარყოფით ემოციებს იწვევს, რაც ისევ ევოლუციური პროცესების შედეგია. აღსანიშნავია მხოლოდ ის, რომ მორალურ პრინციპებს შორის რამდენიმე ისეთი გამოერევა, ლოგიკური ახსნა რომ არ აქვს და არალეგიტიმურად ბინადრობს „მე“-ს საზღვრებში. ასეთია საზოგადოებაში გაბატონებული ის ნორმები, რომელთა ინტერნალიზაციასაც ახდენს ადამიანი ქვეცნობიერად, გააზრების ან მაქსიმუმ, „უმნიშვნელო“ გააზრების გზით. მორალის ფილტრაცია ადამიანის ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე დგება მომენტი (საუკეთესო შემთხვევაში), როდესაც ბავშვობაში დაუკითხავად შემოტენილი მორალური ღირებულებების გადაფასება და გაფილტვრაა საჭირო. კითხვის ნიშანს უსვამ ყველა ღირებულებას და მხოლოდ ის გაძვრება ფილტრში, რომელიც ლოგიკურად და „მე“-ს ნაწილად მიგაჩნია. ნეგატიური მორალი გაშინაგნებული აკრძალვებია და არ შეიძლება მთელი ცხოვრება ამ აკრძალვებით იხელმძღვანელო. დამოუკიდებელი ადამიანი თვითონ წყვეტს რა არის დასაშვები და რა არა. აქცენტი უნდა გაკეთდეს პოზიტიურ მორალზე, ზიანი/მზრუნველობის პრინციპზე. უნდა
მოხდეს
სიყვარულის,
კეთილდღეობის
და
მორალიზება და აკრძალვები მეორე ხარისხოვანი გახდეს.
სიცოცხლისადმი
პატივისცემის
რაც
უფრო
ექვემდებარება
კოლექტივისტურია
საზოგადოებრივ
კულტურა,
მოთხოვნებსა
და
ინდივიდი
მით
აკრძალვებს.
უფრო
ჩვენი
მეტად
კულტურაც
კოლექტივისტურია. მაგალითად, დიდი ხანი პატრიოტიზმითა და საქართველოს გამთლიანების სურვილით გულანთებული ვიყავი. იმავე სურვილებს ვისმენდი ახლობლებისგან.
სუფრიდან
დაწყბეული
მასწავლებლებით
და
ამბიონზე
მდგარი
მოძღვრებით დამთავრებული ყველა იმავე ღირებულებას იზიარებდა. სწორედ მორალის გაფილტვრის პროცესში მივხვდი, რომ ერთი რუსი ჯარისკაცის სიცოცხლე საქართველოს სახელმწიფოებრიობასა და თვითმყოფადობაზე მეტად ღირებულია. რომ არ არსებობს მიზეზი, რაც ადამიანთა ხოცვას გაამართლებს. პატრიოტიზმის ქადაგება და აგიტაცია კი მხოლოდ მორალიზებული ფანატიზმის რაციონალიზაციაა. პატრიოტული პროპაგანდა მიმართულია ჯარისკაცის დეჰუმანიზაციისკენ, ავტორიტეტი/პატივისცემის პრინციპის დამკვიდრებისკენ. ღირებულებად
ლიბერალური
სიცოცხლე,
საზოგადოებისთვის
უვნებლობა
და
კი
ადამიანებზე
უმაღლეს ზრუნვა
მორალურ
ითველბა,
ანუ
მორალი
ხომ
ზიანი/მზრუნველობის პრინციპი. მორალთან
დაპირისპირება
ადამიანში
კონფლიქტს
იწვევს.
ჭეშმარიტებაა და მასთან დაპირისპირებით თითქოს მიწა გეცლება ფეხქვეშ. ამიტომ ფილტრაციის პროცესი საკმაოდ მწვავეა. მისტერ SuperEgo კი შეიძლება სიზმარშიც გამოგეცხადოთ თავისი მკაცრი მოთხოვნებით. მახსოვს, მართლმადიდებლური ეკლესიიდან დიდი ხნის წამოსული ვიყავი, როცა სიზმარში საკუთარი ყოფილი მოძღვარი გამომეცხადა და ჯიუტად მთხოვდა ეკლესიაში დაბრუნებას და მტუქსავდა. ამიტომ სანამ მორალს დაუპირისპირდები, საკუთარ თავს უნდა კითხო: „მტკიცედ სდგაა?“ ადამიანში რომელთა
პოტენციის
განვითარებაც
სახით
თავიდანვეა
კულტურაზეა
მოცემული
დამოკიდებული.
მორალური
საზოგადოებას
განცდები, კი
უყვარს
მორალური გადამლაშება. ამიტომ, გაფილტრეთ მორალი და ნუ გექნებათ იმის შიში, რომ კაციჭამია ამორალისტებად გადაიქცევით. ევოლუციამ ისედაც დაგვაჯილდოვა მორალური განცდებით.